დავით ბაქრაძე: თუ არ მოხდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, დაიწყება ქუჩაში გამოსვლა და პროცესები რადიკალური მიმართულებით წავა

ეს პერსონა

„ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, თუ არ მოხდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, მაშინ ოპოზიცია და საზოგადოება ქუჩაში გამოვა და პროცესები უკიდურესად რადიკალური მიმართულებით წავა.

„ეს პროცესებს მთლიანად გადაიყვანს რადიკალიზაციისკენ ქუჩის კალაპოტში. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის „ევროპული საქართველოს” განზრახვა და ჩვენი ამოცანაა სწორედ საარჩევნო სივრცეში და საარჩევნო გზით დავამარცხოთ „ქართული ოცნება”. ბურთი ახლა არის „ქართული ოცნების” მხარეს და ეს არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, ვინაიდან, ვიმეორებ, თუ ისინი გადაუხვევენ მიცემულ სიტყვას, თუ არ მოხდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მაშინ ოპოზიციას, საზოგადოებას, მოქალაქეებს, სხვა გზა არ ექნებათ, თუ არა ქუჩაში გამოსვლა და პროცესები წავა უკიდურესად რადიკალური მიმართულებით. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და თუნდაც თვითგადარჩენის ინსტიქტი, რომ არ დაუშვას ასეთი განვითარება და დღეს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება პირველ მოსმენაზე, ისევე როგორც ყველა მოსმენაზე” - განაცხადა ბაქრაძემ.

 

წყარო: IPN
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top