13 ნოემბერი ასი ათასი მოწამის ხსენების დღეა

ეს პერსონა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია  წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, საზეიმო პარაკლისს გადაიხდის, რის შემდეგაც მრევლი და სასულიერო პირები მტკვარში წამებულთა პატივისცემის ნიშნად ყვავილებს ჩაყრიან. 

 ძირითადი ღონისძიებები მეტეხის  ხიდზე გაიმართება. შეკრებილი საზოგადოების წინაშე თეატრალური დადგმით გამოვა შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ წარმოდგენით „ასი ათასი წამებულის დღე“.

საეკლესიო გადმოცემით, საუკუნეების წინ, სწორედ ამ დღეს, ასი ათასი ქართველი წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას შეეწირა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვეს. უარის მიღების გამო, მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.

 

5
0
0
4
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top