სერიალი „Friends“ შესაძლოა, HBO Max-ზე დაბრუნდეს

ეს პერსონა

სტრიმინგ სერვისი HBO Max საკულტო სერიალ „Friends“-ის ახალი სეზონის გადაღების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ Hollywood Reporter იუწყება.

მოლაპარაკებებში მონაწილეობენ  სერიალის შემქმნელები დევიდ კრეინი და მართა კაუფმანი, ასევე „მეგობრების“ ვარსკვლავური ექვსეული : ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი, ლიზა კუდროუ, მეთ ლებლანი, მეთიუ პერი და დევიდ შვიმერი.

წყარო გამოცემას აფრთხილებს, რომ შეთახნმება მხარეებს შორის, შესაძლოა, ვერ შედგეს.

სტრიმინგ სერვის HBO Max-ს 2020 წლის მაისში გაუშვებენ და აშშ-ში „მეგობრების“ ყველა სეზონის გაშვების ექსკლუზიური უფლება სწორედ მას ექნება.

„მეგობრები“ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალად ითვლება. ის აქტუალობას დღემდე არ კარგავს, რასაც ადასტურებს Netflix-ის 2018 წლის მონაცემები, რომლის თანახმად, „მეგობრები“ მეორე ყველაზე ყურებადი სერიალი აღმოჩნდა. სიტკომის პირველი სეზონი 25 წლის წინ გამოვიდა. სერიალი 2004 წელს დასრულდა, რის შემდეგ არაერთხელ ვრცელდებოდა ჭორები მისი ხელახალი გადაღების  შესახებ.

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top