კობახიძე რატიანს: ნუ იკრიჭები სერგო... რას გიზამ იცი? დაგამთავრებ! - ვიდეო

ეს პერსონა

 საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ირაკლი კობახიძე ამჯერად, სერგო რატიანს დაუპირისპირდა და შემდეგი სირტყვებით მიმართა: 

"თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 3 თვის წინ იჭრებოდით პარლამენტში, ხელისუფლების გადატრიალებას აწყობდით და თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომლებიც ეკლესიაში... " - ამ დროს ოპონენტებმა, მათ შორის რატიანმა კობახიძეს სიტყვა გააწყვეტინეს, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია. 

" რას გიზამ იცი სერგო იცი? - დაგამთავრებ! ეგ იქნება პასუხი. ნუ იკრიჭები სერგო ნუ.", - მიმართა კობახიძემ, რასაც ოპოზიციის ნაწილი ტაშით და ცინიკური სიცილით შეხვდა. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უმრავლესობის ინიცირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. 

1
0
0
1
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top