ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ეს პერსონა

ბათუმი - ქობულეთის შემოვლით გზაზე, ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნები არიან. ისინი ბათუმისა და ქობულეთის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა და ორი მიკროავტობუსი შეეჯახა. მომხდარის გამო, ბათუმი - ქობულეთის შემოვლით გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

წყარო: interpressnews.ge
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top