Tesla-ის პირველი ევროპული საწარმო ბერლინში აშენდება

ეს პერსონა

Tesla-ის გენერალური დირექტორის, ელონ მასკის განცხადებით, კომპანია ბერლინში თავის პირველ ევროპულ საწარმოს, Gigafactory-ს გახსნის.

ქარხნის გარდა Tesla საინჟინრო ცენტრსაც გახსნის.

„ყველამ იცის გამორჩეული გერმანული საინჟინრო ტექნოლოგიების შესახებ და ეს ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ იქნება განთავსებული Gigafactory Europe-ის ქარხანა გერმანიაში“, - განაცხადა მასკმა და დაამატა, რომ საწარმო ბერლინის ახალი აეროპორტის მახლობლად აშენდება.

მანამდე Tesla-მ განაცხადა, რომ ევროპაში კომპანია წარმოებას 2021 წელს დაიწყებს.

 

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top