ირაკლი შიოლაშვილი: დიდი ალბათობით ბიძინა ივანიშვილს ვაწყენინე

ეს პერსონა

სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა დღეს გამართულ უმრავლესობის სხდომასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი კიდევ ერთხელ  გააკეთა.  როგორც შიოლაშვილმა განაცხადა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და მისი ხედვები, საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში ერთმანეთს არ ემთხვევა, თუმცა ის საკუთარ პოზიციაზე რჩება. 

"მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ ბიძინას. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მას აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უკეთესი და ამისთვის ბევრი აქვს გაკეთებული, მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა. 

ის ეცადა, რომ მისი აზრი ჩემთვის ყოფილიყო მისაღები, მე ვეცადე, რომ ჩვენი არგუმენტები ყოფილიყო მისთვის მისაღები. ვერ შედგა მოკლედ ეს შეთანხმება. დიდი ალბათობით ვაწყენინე კიდეც, მაგრამ საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, აქედან გამომდინარე მე ვარ პრინციპული", - განაცხადა შიოლაშვილმა. 

0
2
0
0
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top