რაფაელ ნადალმა რთული თამაშის მიუხედავად რუს მეტოქეს მაინც სძლია

ეს პერსონა

ლონდონში მიმდინარე ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე რაფაელ ნადალმა დანილ მედვედევი  2 საათსა და 49 წუთში 6:7, 6:3, 7:6 დაამარცხა.

ორი სეტის შემდეგ ანგარიში 1:1 იყო, მესამეს მედვედევი 5:1-ს იგებდა და მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

ნამატჩევს ნადალმა კომენტარი გააკეთა:

"დანილი მორალურად ძალიან ძლიერია. ამას მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებს. ფსიქიკურად ძალიან გაწონასწორებული თუ არა ხარ, ასეთ შედეგს ვერ მიაღწევ. კორტზე ვუთხარი მას, რომ ასეთ თამაშს ათასიდან ერთს თუ წააგებდა. მე ძალიან გამიმართლა და ვუთანაგრძნობ ნაიელს, ეს ძალიან საწყენი დამარცხებაა. მესამე სეტში ის ჩემზე უკეთ თამაშობდა, მაგრამ ათასში ერთხელ ასეთ  გამარჯვებები ხდება."

მედვედევმა კი აღნიშნა, რომ იმ დონეზე ვერ იასპარეზა, რომელიც ამერიკის სერიის ტურნირებზე, შანხაისა და პეტერბურგში აჩვენა, დიდი სამეულის წევრებს შეუძლიათ საუკეთესოდ არ გაისარჯონ და გაიმარჯვონ, ამაში მდგომარეობს მათი უნიკალურობა, ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა დარჩა და უკეთ თამაშს იმედოვნებს.

16 ნოემბერს, მესამე წრეში ნადალი სტეფანოს ციციპასს შეხვდება.

 

WARRIOR.

The moment @RafaelNadal completed a sensational comeback against Medvedev in London 🙌#NittoATPFinals pic.twitter.com/nD6iFFNz6R

— Tennis TV (@TennisTV) November 13, 2019
წყარო: Sportall
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top