ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგოძემ (ტოჩინოშინი) ტრავმა მიიღო და, სავარაუდოდ, ბაშოს გამოეთიშება. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთ „ლელოს“ ვებგვერდი ავრცელებს.
კიუშუს ბაშოს მეოთხე დღეს, მაკუუჩის დივიზიონში, ტოჩინოშინმა მე-4 ბრძოლა ჩაატარა და მე-2 გამარჯვება იზეიმა.
„გაშუქების შემდეგ ნეკნი გატეხილი აღმოჩნდა, რის გამოც ტოჩინოშინს ბაშოდან გამოთიშვა მოუწევს“, - წერს „ლელო“.
ქართველმა სუმოისტმა, რომელმაც ოძეკის ტიტული დაკარგა და ახლა უკვე სეკივაკეა, ტაკარფუჯის კუბიჰინერის ილეთით სძლია და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
ტოჩინოშინის მეტოქე მე-5 დღეს პირველი მაეგაშირა დაიეიშო იქნება, რომელმაც 4-დან ორი ბრძოლის მოგება მოახერხა.