"შეცვალეს" აქტივისტი: იმ შემთხვევაში თუ კანონი ჩააგდეს, დავიწყოთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა

ეს პერსონა

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული ახალგაზრდული მოძრაობა "შეცვალე" "ქართული ოცნების" ოფისთან აქციას მართავს, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. აქტივისტები მოითხოვენ დეპუტატებმა  პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი დაუჭირონ.

"მინდა აქედან მივმართო. ხელი არ დაგიცდეთ და ხელი არ დააჭიროთ წითელ კნოპკას. მოგვეცით ჩვენს მიერ მოპოვებული პროპორციული არჩევნები და მივიდეთ 2020 წლის არჩევნებამდე დემოკრატიულად, ისე როგორც შეეფერება დემოკრატიულ, თანამედროვე და ევროპულ სახელმწიფოს, ისე მოხდეს თქვენი სახლში გაშვება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება თქვენი პოლიტიკური თვითლიკვიდაციის გამოცხადება. თქვენ დასრულდებით და დასრულდება თქვენი პოლიტიკური კარიერა. 

მოვუწოდებ ეკრანებთან მყოფ ხალხს, დღეს გელოდებით პარლამენტთან. ერთად დავესწროთ კენჭისყრის პროცესს და თუ ჩააგდეს დავიწყოთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. დავიწყოთ სამოქალაქო წინააღმდეგობა და ვაჩვენოთ, რომ ხალხს არ სძინავს", - ამის შესახებ მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტმა განაცხადა.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top