საზარელი ავარია დადიანზე - შემთხვევას ჟურნალისტი და მისი მეუღლე ემსხვერპლა

ეს პერსონა

თბილისში, დადიანის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი შორენა ყასუმაშვილია. ის მეუღლესთან ერთად გასულ საღამოს მომხდარი ავარიის შედეგად გარდაიცვალა. შორენა სააგენტოში სტილისტ-კორექტორის პოზიციაზე მუშაობდა.

"ეS პერსონა" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და მის კოლეგებს.

შეგახსენებთ, რომ დადიანის გამზირზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა ასევე სამი ადამიანი, რომელიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. 

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

წყარო: newposts
2
0
4
94
6
კომენტარები
ეს პერსონა
Top