დონალდ ტუსკი: ევროკავშირის დატოვების შემდეგ ბრიტანეთი მეორეხარისხოვანი მოთამაშე გახდება

ეს პერსონა

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა მოუწოდა ბრიტანელ ამომჩევლებს, არ შეწყვიტონ „ბრექსიტის“ პროცედურის შეჩერება.

მისივე თქმით, თუ დიდი ბრიტანეთი დატოვებს ევროკავშირს, ის „აუტსაიდერად და მეორეხარისხოვან მოთამაშედ“ გადაიქცევა.ტუსკმა დაამატა, რომ „ბრექსიტი“ „ბრიტანული იმპერიის ნამდვილი აღსასრულის“ ნიშანი იქნება.

ცნობილია, რომ შემდეგ თვეში ტუსკი თანამდებობას ტოვებს. ის ევროსაბჭოს პრეზიდენტის პოსტს 5 წლის განმავლობაში იკავებდა.

დიდ ბრიტანეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება. „ბრექსიტის“ მომავალი იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა მოქმედი კონსერვატიული პარტია უმრავლესობის დაკავებას პარლამენტში.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top