„არ გამოვრიცხავ არაფერს, დაწყებული არჩევნების ბოიკოტით. ჩვენი ნაბიჯები იქნება მკვეთრი“ - დავით ბაქრაძე

ეს პერსონა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე არ გამორიცხავს, რომ პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს.

მისივე თქმით, დღევანდელმა კენჭისყრამ ქვეყანა ახალ კრიზისამდე მიიყვანა.

„ამ ქვეყანაში ჩვენ შევედით უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში. ამ კრიზისის ფასს, სამწუხაროდ, გადაიხდის ყველა, მთელი საქართველო. მაგრამ ამ კრიზისის ფასი უნდა გადაიხადოს იმან, ვინც ეს შექმნა, ეს არის „ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და პირადად ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ უახლოეს დღეებში ჩვენ განვიხილავთ ნაბიჯებს. არ გამოვრიცხავ არაფერს, დაწყებული არჩევნების ბოიკოტით. ჩვენი ნაბიჯები იქნება მკვეთრი. ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა“, - აცხადებს ბაქრაძე.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top