"არ არსებობს თავისუფლების მოპოვება თავისუფლების დაცვის გარეშე" - გიორგი მარგველაშვილი აქციაზე მივიდა

ეს პერსონა

არ არსებობს თავისუფლების მოპოვება თავისუფლების დაცვის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა  პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა  პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა დაამტკიცოს, რომ თავისუფლება უმაღლესი ღირებულებაა. მარგველაშვილმა მოქალაქეებს "გააქტიურებისკენ" მოუწოდა. 

"დღეს ბრძოლა არ ეხება პოლიტიკოსებს დღეს ბრძოლა ეხება რიგით მოქალაქეებს, მათ უფლებას და უნდა გააქტიურდნენ. მივმართავ ასობით მეგობარს, სხვადასხვა ქალაქებში უნდა იცოდეთ, რომ ის თავისუფალი საქართველო, რომელიც თქვენ მოგწონდათ ჩემო ევროპელო, ამერიკელო დასავლელო მეგობრებო, იმ საქართველოს ცდლიობენ, რომ დაუმთავრონ მომავალი.

მე ვდგავარ იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი და იმ ადგილას, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. ან ჩვენ, დღეს, ხვალ, ზეგ შევძლებთ , რომ ეს ტენდენცია შევცვალოთ, ან ხვალ შევალთ სახლში, გვეგონება, რომ ყველაფერი კარგადაა, და რომ გამოვალთ სახლიდან, ჩვენ დაგვხვდება დიქტატურა, ეს შეიძლება ახლა არ ჩანს და ვიღაცას განცდა აქვს, რომ ვლაპარაკობთ მეორად თემაზე- არჩევნების ფორმაზე, მაგრამ ჩვენ რეალურად ვლაპარაკობთ ხალხის ნების გადატეხვაზე. არ აქვს მნიშვნელობა პარტიულ კუთვნილებას აქ დგანან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც უნდა გაიტანონ ქართული დემოკრატია. ან ასე მოხდება, ან ჩვენ გავიღვიძებთ დიქტატურაში", - აღნიშნა მარგველაშვილმა. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top