„ეს უკან გადადგმული ნაბიჯია“ - PACE პარლამენტის მიერ კანონპროექტის ჩაგდებაზე

ეს პერსონა

საქართველოს მონიტორინგის მომხსენებლები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან ( PACE ) იტუს კორლაციანმა და კლოდ კერნმა ღრმა მწუხარება გამოთქვეს საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო შესწორებების ჩაგდებით, რომლის მიზანი იყო სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის.

„ვწუხვართ ამ შესწორებების არასაკმარისი მხარდაჭერის გამო. პროპორციული სისტემის შემოღებას 10 წელზე მეტია, ყველა დაინტერესებული მხარე მოითხოვდა და ცვლილებები უკვე დიდი ხანია, მომწიფდა.

ყველა დაინტერესებული მხარის მიერ მიღწეული ნათელი კონსენსუსის ფონზე, რომ საჭიროა ამ სისტემის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შემოღება, შესწორებების ჩაგდება გაურკვეველია. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია“, - წერია მათ მოხსენებაში.

ასევე ასამბლეის მომხსენებებმა მოუწოდეს პოლიტიკურ ძალებსა და განსაკუთრებით მმართველ უმრავლესობას, „გამონახონ გზები, რომლითაც ამ შესწორებების მიღება შესაძლებელი იქნება მომავალ არჩევნებამდე“.

 

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top