კაილი ჯენერმა ერთ სარეკლამო პოსტში $1,2 მლნ გამოიმუშავა

ეს პერსონა

ინფლუენსერების შემოსავალი სოციალურ ქსელებში მნიშვნელოვნად იზრდება. მარკეტინგული კომპანიის Izea გამოკვლევით ერთი ფასიანი პოსტის ფასი "ინსტაგრამზე" 134 დოლარიდან - 1,642 დოლარამდე გაიზარდა, თანხის რაოდენობა დამოკიდებულია გამომწერთა რიცხვზე.  

სპეციალისტების აზრი, მარკეტინგული კომპანიები მომავალშიც განაგრძობენ ინფლუენსერებისთვის თანხის გადახდას. 2019 წლის მონაცემებით ყველაზე ძვირადღირებული ინფლუესერი "ინსტაგრამზე" არის კაილი ჯენერი.  რომელსაც კომპანიები პოსტში $1,2 მლნ უხდიან, მისი ხელმომწერთა რაოდენობა 151 მლნ ადამიანს აღემატება. მეორე ადგილზეა კრიშტანუ რონადლუ, რომელსაც პოსტში $975,000 გადაუხადეს, მისმა ხელმომწერებმა კი189 მლნ შეადგინა.  ამერიკელმა მომღერალმა არიანა გრანდემ 166 მლნ ხელმომწერით ერთ სარეკლამო პოსტში $966,000 მლნ გამოიმუშავა. 

რაც შეეხება, Youtube-ს, 2018 წელს პირველ ადგილზე გავიდა 7 წლის სათამაშოების მიმომხილველი რაიანი (Ryan ToysReview) მას 22,5 მლნ ხელმომწერი ყავს და მისი მშობლები წელიწადში $22 მლნ გამოიმუშავებენ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top