ჩინეთში შავი ჭირის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

ეს პერსონა

ჩინეთში ორ ადამიანს შავი ჭირის დაავადება დაუდასტურდა. ისინი ჰოსპიტალიზებული არიან სპეციალურ დაწესებულებაში და მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. მიუხედავად ამისა, მაღალჩინოსნების თქმით ჩინეთში ეპიდემიის გავრცელების რისკი მინიმალურია.

კონტროლის ნაციონალური ცენტრი ამტკიცებს, რომ ყველა შემთხვევა იდენტიფიცირებულია და დაავადებულები კარანტინის ქვეშ იმყოფებიან. პეკინის საავადმყოფოებმა დაავადების კონტროლის მიზნით მონიტორინგი გააძლიერეს.  

შავი ჭირი - უკიდურესად რთული დაავადებაა, რომელიც ადვილად ვრცელდება და უმეტეს შემთხვევაში მისი შედეგები ლეტალურია. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top