„შესაძლოა, იმ ადამიანებმა, ვინც მოიტანეს ეს ვარდები, რევოლუციური განწყობის მოლოდინიც აქვთ" - მიშა მშვილდაძე

ეს პერსონა

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების ნაწილმა ღამით წითელი ვარდები მიიტანეს და პარლამენტის წინ გაშლილ კარვებზე დაამაგრეს.

როგორ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მიშა მშვილდაძემ განაცხადა, მისთვის უცნობია, ვინ მიიტანა ვარდები აქციაზე. მისივე განმარტებით, ვარდები შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა მიიტანეს.

„შესაძლოა, იმ ადამიანებმა, ვინც მოიტანეს ეს ვარდები, რევოლუციური განწყობის მოლოდინიც აქვთ. ჩვენთან არიან ბევრი პარტიის მხარდამჭერები, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“. შესაძლოა, ზუსტად ეს ხალხი არიან, ვინც მოიტანეს ვარდები. ვგულისხმობ, რომ 23 ნოემბერიც ახლოვდება“, – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

მისივე თქმით ის რევოლუციის იდეის მომხრე არაა და ევოლუციურ განვითარების გზას ემხრობა.

„სიმართლე გითხრათ, მე ევოლუციურ გზას ვუჭერ მხარს და შევეცდებით, ევოლუცია განვიცადოთ ჩვენ ყველამ. რევოლუციაც თავის მხრივ არის აბსოლუტურად ლეგიტიმური სიტყვა და მოსახლეობას აქვს ლეგიტიმური და კანონიერი აჯანყების უფლება, როცა ხელისუფლება ტოვებს კანონიერ ჩარჩოებს, მაშინ მოსახლეობის მოვალეობაა აჯანყება.“, – აღნიშნა მიშა მშვილდაძემ.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top