საქართველოს სამედიცინო ასოციაციის გაერთიანება დე ფაქტო რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ეს პერსონა

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება მოუწოდებს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას გამოიჩინოს კეთილგონიერება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონო ტყვეობაში მყოფი ექიმი. ამის შესახებ გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირის თავმჯდომარის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების გამო.

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის დაკავება არის გაერო-ს თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული ჰუმანიტარული ნორმის დარღვევა.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სავარაუდოდ, ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, ერთი კვირის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე-ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top