დღეიდან საქსტატი ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტზე გადადის

ეს პერსონა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ სტანდარტებზე გადადის, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ახლებურ დათვლას გულისხმობს. 

საქსტატის ცნობით ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა გულისხმობს ცვლილებებს მონაცემთა წყაროს ხარისხის გაუმჯობესების, დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასებისა და ადმინისტრაციულ მონაცემთა დამუშავების თვალსაზრისით. 

როგორც ცნობილია ეროვნულ ანგარიშთა სისტემა წარმოადგენს ინტეგრირებული მაკროეკონომიკური ანგარიშებისა და ბალანსების ერთობლიობას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ ცნებებს, კლასიფიკაციებსა და აღრიცხვის ზოგად წესებს. მისი მეთოდოლოგიური საფუძველია გაერო-ს, ევროსტატის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული საერთაშორისო სახელმძღვანელო (System of National Accounts (SNA), 2008).

ეას-ის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა ევროკავშირის ქვეყნებმა 2014 წლიდან დაიწყეს. მათ რიგებს 2015 წლიდან ასევე შეუერთდა სომხეთი, თურქეთი, უკრაინა და ბელარუსი.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top