საფრანგეთში დიდთოვლობამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა

ეს პერსონა

დიდთოვლობამ საფრანგეთში ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 200 ათასი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, იუწყება France Info.  

დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა იზერის დეპარტამენტში. თოვლით დაფარული ხის წაქცევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ხე მოძრავ ავტომობილს დაეცა.

საფრანგეთის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში სტიქიამ ავარიული მდგომარეობა შექმნა. დიდთოვლობოს გამო შეფერხდა რკინიგზის სადგურის მუშაობაც, გრენობლსა და ლიონს შორის გადაადგილება შეჩერდა და მოხდა მგზავრების ევაკუაცია. 

გართულებულია გადაადგილება ცენტრალურ მაგისტრალებზეც.14 ნოემბერს, რეგიონში გამოცხადდა საგანგებო სიტუაცია და საფრთხის ნარინჯისფერი ნიშნული.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top