ლიბანის პრემიერ-მინისტრის პოსტს 75 წლის ყოფილი ფინანსთა მინისტრი დაიკავებს

ეს პერსონა

ლიბანის ახალი პრემიერ- მინისტრის პოსტს 75 წლის ყოფილი ფინანსთა მინისტრი მუჰამად საფადი დაიკავებს, განაცხადა ლიბანის ტელეარხმა LBCI.

შეგახსენებთ, რომ ლიბანის სამოქალაქო მოძრაობები ოქტომბრიდან ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციებს მართავდნენ. შედეგად, ორი კვირის განმავლობაში დაიბლოკა ცენტრალური გზებზე და გადაადგილება შეიზღუდა.  მასობრივი მიტინგების ფონზე არ მუშაობდა ბანკები, სახელმწიფო უწყებები, უნივერსიტეტები და სკოლები. რის შემდეგაც პოსტზე მყოფმა, ახლა უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საად ხარირმა 29 ოქტომბერს, გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. 

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, საად ჰარირის პარტია კი მთავრობაში ახალი სახეებით იქნება წარმოდგენილი.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top