ქობულეთში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი მოზარდი გარდაიცვალა

ეს პერსონა

ქობულეთში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი მოსწავლე გარდაიცვალა. როგორც მედიკოსები აცხადებენ მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო. ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებულ მეთორმეტე კლასელ ბიჭს რამდენიმე დღის წინ, ყბა-სახის ოპერაციაც​ ჩაუტარდა. 

შეგახსენებთ, 29 ოქტომბერს,ქობულეთში მანქანა ხეს შეეჯახა. ორი მეთორმეტეკლასელი ადგილზე დაიღუპა, ოთხი კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლი დიწყო,  რაც   ტრანსპორტის  მოძრაობის  უსაფრთხოების  ან  ექსპლუატაციის  წესის დარღვევას გულისხმობს.

2
0
1
16
4
კომენტარები
ეს პერსონა
Top