"ვიტოვებთ დიდ იმედს, რომ მას დროულად გაანთავისუფლებს საოკუპაციო რეჟიმი" - ექიმების ვიდეო მიმართვა

ეს პერსონა

დასავლეთ საქართველოს ინტერვეციული ცენტრის ექიმები ვიდეო მიმართვას ავრცელებენ, სადაც  ცნობილი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო პროტესტს გამოხატავენ. გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. 

"გვინდა გამოვხატოთ ჩვენი უზარმაზარი გულისტკივილი და პროტესტი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც რამდენიმე დღეა აწუხებს საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას. 

საქართველოს სამედიცინო საზოგადოება შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ დაკავებულია საოკუპაციო ხაზთან ცნობილი ქართველი ორთოპედ-ტრავმატოლოგი  ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი. გამოვთქვამთ სურვილს და ვიტოვებთ დიდ იმედს, რომ მას დროულად გაანთავისუფლებს საოკუპაციო რეჟიმი", - ამბობენ მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალებს უკვე რამდენიმე დღეა  ტყვეობაში ჰყავთ ცნობილი ქართველი ექიმი, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი. 

როოგორც სუს-ში აცხადებენ, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

 

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top