"ჯვრის მოხსნა არ მოუთხოვიათ, ღმერთის უარყოფა არ მოუთხოვიათ" - მამაკაცმა პროტესტის ნიშნად "გირჩის" მღვდელმსახურის მოწმობა აიღო

ეს პერსონა

ახალგაზრდა მამაკაცი, დათო თუშური პროტესტის ნიშნად,  "გირჩის"  მღვდელმსახური გახდა.  ამის შესახებ თუშური სოციალურ ქსელში წერს, რითაც რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტს ეხმაურება. საუბარია  ავარიაში დაღუპულ ახალგაზრდაზე, რომელსაც  ეკლესიამ წესის აგებაზე უარი უთხრა. 

"დღეს ავიღე გირჩის მღვდელმსახურის მოწმობა, აი ჯარიდან რო ათავისუფლებს ის, ოღონდ ჯარი აღარ მიწევს.
შესაბამისად ამ მოწმობამ ჯარიდან თავის დასაღწევი ფუნქციის გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელობა შეიძინა, რასაც ერთგვარი პროსტესტის გამოხატვა ქვია.
პროტესტის იმაზე, რომ საპაქრიარქო ეჭიდავება ერთ ჯგუფს, და ძალის სადემონსტრაციოდ და სხვების დასაშინებლად გადაწყვიწა სამაგალითად დაესაჯა ერთი შვილმკვდარი ოჯახი და წესი არ აეგო 24 წლის ახალგაზრდა ბიჭისთვის.
მოტივი ის არის, რომ ქრისტე უარყო ამ საბუთის აღებითო და მაგიტო ვერ ავუგებთ წესსო...

-რა მომთხოვეს ამ საბუთის აღების სანაცვლოდ?
ჯვრის მოხსნა_არ მოუთხოვიათ
ღმერთის უარყოფა_არ მოუთხოვიათ
ხატზე დაბიჯება_არ მოუთხოვიათ
დოგმატური ცდომილებების აღიაერება მართლმადიდებლობაში_არ მოუთხოვიათ.
საერთოდ არაფერი,არაფერი,არაფერი არ მოუთხოვიათ! ხოდა რანაირად უარყო იმ ბიჭმა ქრისტე თუ არავის არაფერი არ მოუთხოვია?!
(არა,50 ლარი მომთხოვეს,ჯიბეზე არ მქონდა და ნისიად წამოვიღე)

-რა მოხდება ახლო მომავლში?
შემდეგ სინოდის სხდომაზე გამოვა რომელიმე ეპისკოპოსი დამძიმებული სახით და იტყვის, მე ავიღე ამ ბიჭის ცოდვა ჩემ თავზეო და გირჩმა არ დაღუპოს მეტი ახალგაზრდაო (თან თავს გაიპრავებენ და თან სხვებს შეაშინებენ რო კიდე ვინმემ არ აიღოს მოწმობა)

-რას შეცვლის ჩემი პროტესტის ეს ფორმა?
ვერც ვერაფერს, ცხელ გულზე გაკეთებული სხვა საქმეების მსგავსად, მაგამ კიდევ 2 ვარიანტი მქონდა:
1) გამეტარებინა_ ვერ გავატარე
2) რამე უკეთესი მომეფიქრებინა_ ვერ მოვიფიქრე

-რა ფენომენთან გვაქვს საქმე?
არაფერი ახალი, ზუსტად იგივე რაც 21 საუკუნის წინ დაწერილ წიგნში წერია.
ქრისტემ სცადა საღი აზრი მიეტანა მაშინდელ სჯულის მცოდნეებთან და მღვედლმთავრებთან იგავებით, ლოგიკური მსჯელობით და მაშინაც არ აღმოჩნდა არცერთი,არცერთი, არცერთი მღვდელმთავარი რომელმაც საღი აზრი გაიგო.
არცერთი 12 მოწაფიდან არ იყო რჯულის მცოდნე.
საღი აზრი გაიგო მეთევზემ, მწყემსმა, ავაზაკმა, მეზვერემ...

-ვინ ებრძვის ეკლესიას, ამერიკა, ევროპა თუ ბიბლიური თავისუფლება?
ეკლესიას ებრძვის ის ხალხი ვინც ციანიდით დარბის სხვების მოსაწამლად, ვინც ცილს სწამებს სხვებს და ვისაც ყოველდღიური შეხება აქვს ამასთან და არაფერს აკეთებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

-შეიძლება თუ არა წესის აგება ამ საბუთის მფლობელებისთვის?
ღმერთმა კანონების, წმინდა წერილების და ცნებების გარდა დაგვიტოვა ლოგიკური აზროვნების და თანაგრძნობის უნარი.
ლოგიკა_მე თუ ვხვდები რომ ამ საბუთის აღება ქრისტეს უარყოფა არაა, ღმერთი მითუმეტეს მიხვდება მაგას.
თანაგრნობა_როგორ წარმოგიდგენიათ ღმერთმა დასაჯოს მღვდელი წესის აგების გამო, თუ ის კაცი იტყვის რო ოჯახის წევრებს ვუთანაგრძვნე ბოლო იმედი ქონდათ და უარი ვერ ვუთხარიო? ამის გამო ღმერთი მღვდელს დასჯის?რანაირად?

ბოლოს_ პოლიტიკური პარტია ხვდება, რომ არ იჭიდაოს როცა საქმე ვიღაცის ტრაგედიას ეხება და სამწუხაროა, რომ ამას მაღალი რანგის სასულიერო პირი ვერ მიხვდა.", - წერს თუშური. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ,  შაკო ბარამიძე წესის აგების გარეშე დაკრძალეს, ვინაიდან  გარდაცვლილი ე.წ. "ბიბლიური თავისუფლების" წევრი იყო.


 

1
0
0
2
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top