ჰონგ-კონგში შესვენებაზე გასული მამაკაცი შეტაკებებს ემსხვერპლა

ეს პერსონა

 

ჰონგ-კონგში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებსა და მმართველი ძალის მხარდამჭერებს შორის მომხდარ შეტაკებას ერთი ადამიანი ეხმსვერპლა. ის 70 წლის მწმენდავი აღმოჩნდა. კაცი სამსახურიდან შესვენებიდან გამოდიოდა, როცა  თავში „ერთ-ერთი ნიღბიანი მეამბოხისგან მძიმე საგნები მოხვდა“.

დაახლოებით ერთი კვირის წინ 22 წლის სტუდენტი ალექსს ჩოუ დაიღუპა პოლიციის სპეცოპერაციის დროს. ის შენობიდან გადმოვარდა.

აქციები ჰონგ-კონგში 9 ივნისს დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრანტები აპროტესტებდნენ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს კონტინენტურ ჩინეთში გადაიყვანენ. მას შემდეგ, რაც კანონპროექტი გამოიტანეს, აქციის მონაწილეებმა ახალი მოთხოვნა წამოაყენეს - ავტონომიური რეგიონის მმართველი, კერი ლამის გადადგომა.

 

 

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top