„ეს სწორი ნაბიჯი იქნება“ - პუტინი ტრამპს მოსკოვში იწვევს

ეს პერსონა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან „სწორი ნაბიჯი“ იქნება, თუკი ის 9 მაისს, მოსკოვში მეორე მსოფლიო ომის 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გასამართ ღონისძიებას დაესწრება.

„იმ ქვეყნის ლიდერის ყოფნა ღონისძიებებზე, რომელმაც ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი კონტრიბუცია გაიღო, ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც, ეს იყოს წინასაარჩევნო პერიოდში“,- აღნიშნა პუტინმა.

წინა კვირას დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვეს მოსკოვში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საარჩევნო კამპანიის გამო, შესაძლოა, რუსეთში ჩასვლა ვერ მოახერხოს.

 

Президент России Владимир Путин заявил, что встреча с президентом США Дональдом Трампом в России возможна, если Трамп примет решение и приедет на празднование юбилея победы в Москвуhttps://t.co/kBz7u91GJc pic.twitter.com/CQXAKkXfWf

— Газета.Ru (@GazetaRu) November 14, 2019
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top