"2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება" - ბრიფინგი "ქართულ ოცნებაში"

ეს პერსონა

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ "ქართული ოცნების" ოფისში ბრიფინგი გამართა. თალაკვაძემ საარჩევნო სისტემის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ  არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელები.

"პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ჩვენი ინიციატივა იყო, სწორედ ჩვენი გუნდის ძალისხმევით ჩაიწერა კონსტიტუციაში რომ 2014 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება. ასევე "ქართული ოცნების" ინიციატივა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლიდან, რასაც როგორც ვნახეთ სამწუხაროდ დეპუტათა გარკვეულმა ნაწილმა არ დაუჭირა მხარი. როგორც არ უნდა შეეცადონ ამ პროცესის წარმოჩენა და ინტერპრეტირებას ჩვენი ოპონენტები, ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევში მიიღო ქვეყნის კონსტიტუციურმა ინსტიტუმა- საქართველოს პარლამენტმა. სამწუხაროა, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა პროპორციული არჩევნების გადმოწევის ინიციტივის ვერ განხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ოპონენტებს სურთ დღეს ამის წარმოჩენა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში რჩება 2024 წლამდე იგივე სისტემა.

2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება, - განაცხადა თალაკვაძემ. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top