არჩილ თალაკვაძე: ნურავინ შეეცდება, მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემას დააბრალოს

ეს პერსონა

სამწუხაროა, ნამდვილად, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა პროპორციული არჩვენების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერ განხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ "ქართულ ოცნებაში" გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, თავის დროზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო.

„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ჩვენი ინიციატივა იყო, სწორედ ჩვენი გუნდის ძალისხმევით ჩაიწერა კონსტიტუციაში რომ 2014 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება. ასევე "ქართული ოცნების" ინიციატივა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლიდან, რასაც როგორც ვნახეთ სამწუხაროდ დეპუტათა გარკვეულმა ნაწილმა არ დაუჭირა მხარი. როგორც არ უნდა შეეცადონ ამ პროცესის წარმოჩენა და ინტერპრეტირებას ჩვენი ოპონენტები, ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევში მიიღო ქვეყნის კონსტიტუციურმა ინსტიტუმა- საქართველოს პარლამენტმა. სამწუხაროა, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა პროპორციული არჩევნების გადმოწევის ინიციტივის ვერ განხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ოპონენტებს სურთ დღეს ამის წარმოჩენა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში რჩება 2024 წლამდე იგივე სისტემა, რომლითაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი მოქალაქეები და საზოგადოება ცვლიდა და ირჩევდა თავის ხელისუფლებებს. ჩვენ ვიმუშავებთ, რათა ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა კონსტრუქციული და ნორმალური პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში წარმატებით დასრულდეს. ჩვენ კონსულტაციებს ვმართავთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთანაც, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა. მე ამასთან დაკავშირებით მქონდა უკვე რამდენიმე შეხვედრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი, შესაბამისად, ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა, საარჩევნო სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top