"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ ბარა ალ შიშანი დააკავეს

ეს პერსონა

უკრაინაში, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლი  ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ ბარა ალ შიშანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, უკრაინაში ტოხოსაშვილი ყალბი სახელითა და გვარით ცხოვრობდა. ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი, საქართველოს მოქალაე  ოჯახს ამ დრომდე გარდაცვლილი ეგონა. ის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

ცნობისთვის, ცეზარ ტოხოსაშვილი  პანკისის ხეობის სოფელ ომალოდანაა. ის სირიაში 2014 წელს წავიდა და ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახლემწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის გარემოცვაში იყო. უცხოურ
მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ. როგორც ცნობილია მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტოხოსაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ.
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top