ლათინურ გრემიზე ჩილელმა მომღერალმა პროტესტის ნიშნად მკერდი გაიშიშვლა - ვიდეო

ეს პერსონა

ჩილელი მომღერალი მონ ლაფერტე აშშ-ში გამართული ლათინური გრემის წითელ ხალიჩაზე მკერდი გაიშიშვლა. ამ გზით ის შეუერთდა სამშობლოში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლებს.

ლაფერტეს მკერდზე იყო დატანილი წარწერა: „ჩილეში მათ აწამებენ, აუპატიურებენ და კლავენ“.

როცა მომღერალს „საუკეთესო ალტერნატიული ალბომისთვის“ ჯილდო გადასცეს, მან წაიკითხა ჩილელი მწერლის, ლა ჩინგანერას ლექსი, სახელწოდებით „ჩილევ, შენი ტკივილი მეც ტკივილს მაყენებს“.

ლაფერტე ერთ-ერთი იყო ამ არტისტებიდან, ვინც ლათინური გრემის დაჯილდოებაზე სამხრეთ ამერიკაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა.

ჩილეში თითქმის ერთი თვეა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. ყველაფერი დაიწყო მეტროს საფასურის გაზრდით, რაც შემდგომში ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა.

ამის გამო დღეს ჩილეში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.

 

0
0
0
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top