„შინდლერის სიისა“ და „გლადიატორის“ პროდიუსერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

ეს პერსონა

ჰოლივუდის ლეგენდარული პროდიუსერი, ბრანკო ლუსტიგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გახდა ცნობილი „ტოლერანტობის ფესტივალის“ ვებგვერდიდან, რომელსაც 2008 წლიდან სწორედ ლუსტიგი ხელმძღვანელობდა.

სახელგანთქმული ჰოლივუდელი პროდიუსერი 1932 წელს, იუგოსლავიაში ხორვატიელი ებრაელების ოჯახში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დროს ის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. ლუსტიგი ოსვენციმსა და ბერგენ-ბელზენეს გადაურჩა, თუმცა მისი ოჯახის უდიდესი ნაწილი, მათ შორის მამა და ბებია, ნაცისტებმა მოკლეს.

1950-იან წლებში ლუსტიგმა იუგოსლავიის კინოინდუსტრიაში დაიწყო მუშაობა. 80-იან წლებში ის აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. ის მუშაობდა პროდიუსერის დამხმარედ ალან პაკულას ფილმზე „სოფის არჩევანბი“, რომელიც ჰოლოკოსტის თემაზე იყო გადაღებული.

90-იან წლებში ლუსტიგმა სტივენ სპილბერგი გაიცნო, რის შედეგად ის გახდა რეჟისორის ფილმის „შინდლერის სიის“ პროდიუსერი. სწორედ ამ სურათის წყალობით ლუსტიგმა თავისი პირველი ოსკარი დაიმსახურა. თავისი მეორე ოსკარი მან მიიღო რიდლი სკოტის ფილმის „გლადიატორის“ პროდიუსირებისთვის.

  

 

Branko Lustig, "Schindler's List" producer and Holocaust survivor, dies at 87 https://t.co/GmCZdC2oRn

— Variety (@Variety) November 14, 2019
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top