ჩინეთის უდიდესი ნაგავსაყრელი გათვალისწინებულზე 25 წლით ადრე შეავსეს

ეს პერსონა

ჩინეთის უდიდესი ნაგავსაყრელი მოსალოდნელზე 25 წლით ადრე შეივსო.

პოლიგონი შეენსიის პროვინციაში, ქალაქ ციანკუნგოუში მდებარეობს. ის 1994 წელს ააშენეს და მისი შევსება 2044 წლისთვის იყო განსაზღვრული. 

ნაგავსაყრელის ფართობია  700 000 კვადრატული მეტრი, რაც 100 საფეხბურთო მოედანს უდრის. მისი სიღრმე 150 მეტრია. თავდაპირველად გათვალისწინებული იყო, რომ ყოველდღე ის 2500 ტონ ნაგავს ჩაყრიდნენ, თუმცა ეს რაოდენობა 10 000 ტონამდე გაზარდეს. ის 8 მილიონ ადამიანს ემსახურება.

ჩინეთის ნაგვის გადამუშავების კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში. ქვეყანაში 2020 წლამდე ნაგვის გადამამუშავებელი 4 ახალი ქარხნის მშენებლობა დააანონსეს, რომელიც დღეში 12 750 ტონა ნარჩენის გადამუშავებას შეძლებს

 

 

 

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top