ნინო ცაციაშვილი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ეს პერსონა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ნინო ცაციაშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე  შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

2009-2014 წლებში იგი პროკურორის პოზიციას იკავებდა.

2014-2017 წლებში საქმიანობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორად ხოლო 2017 ელიდან 2019 წლის ჩათვლით იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

2
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top