თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის პირველი სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა

ეს პერსონა

თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი უკრაინელი კოლეგის, ვლადიმერ ზელენსკის პირველი სატელეფონო საუბარი. დემოკრატების განცხადებების მიუხედავად, მასში ნახსენები არაა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ასევე ტრამპი არ აშანტაჟებს ზელენსკის უკრაინისთვის დახმარების მოხსნით.

საუბრის წერილობითი ვერსია, რომელიც თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა, დათარიღებულია 21 აპრილით. ზელენსკი იმ დროისთვის უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი იყო.

16-წუთიანი ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტები თავისი პირველი ოფიციალური შეხვედრის გამარტვაზე მსჯელობდნენ.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საკითხებში სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარემ , ადამ შიფმა, რომელიც უძღვება ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ საჯარო მოსმენებს, ისურვა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკისთან გამართული სხვა სატელეფონო ჩანაწერებიც გამოაქვეყნოს.

„მადლობელი ვარ, რომ პრეზიდენტმა სატელეფონო ჩანაწერი გამოაქვეყნა. მინდა, ვთხოვო მას, გამოაქვეყნოს ათასობით სხვა ჩანაწერი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი მისი მოთხოვნით არ ასაჯაროებს“, - აღნიშნა შიფმა.

ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა  პრესაში გაჟონილი ინფორმაციის გამო დაიწყო. როგორც ირკვევა,  ტრამპი სატელეფონო საუბარში ითხოვდა ახლად არჩეული უკრაინის პრეზიდენტისგან აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენსა და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ საქმე განეახლებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრამპი ზელენსკის ემუქრებოდა, რომ აშშ უკრაინის ფინანსურ დახმარებას შეწყვეტდა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top