თამარ ჩუგოშვილი: ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, რაც შექმნილ მძიმე ვითარებაში შეგვეძლო მიგვეღო

ეს პერსონა

ეს გადაწყვეტილება იყო ის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც შექმნილ მძიმე ვითარებაში შეგვეძლო მიგვეღო და ის, რა თქმა უნდა ძალაშია, - ამის შესახებ  ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერი თამარ  ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს. ჩუგოშვილის ინფორმაციით,  საპარლამენტო პოზიციებისა და უმრავლესობის დატოვების შესახებ ოფიციალურად პარლამენტს ორშაბათს მიმართავენ.

"გუშინ, საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრის შემდეგ, საზოგადოებას გავაცანით ჩვენი გადაწყვეტილება, დავტოვოთ “ქართული ოცნების” და საპარლამენტო უმრავლესობის რიგები. ეს გადაწყვეტილება იყო ის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც შექმნილ მძიმე ვითარებაში შეგვეძლო მიგვეღო და ის, რა თქმა უნდა ძალაშია.

ჩვენ სამი წელია ვართ “ქართული ოცნების” წევრები და ბუნებრივია, დღეს, პირველ რიგში, საჭიროდ ჩავთვალეთ, ჩვენი ყოფილი გუნდის ლიდერებისთვის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობა.

ორშაბათს პარლამენტს მივმართავთ შესაბამისი განცხადებებით საპარლამენტო პოზიციებისა და უმრავლესობის დატოვების შესახებ. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ამაზე უახლოეს მომავალში გავაკეთებთ განცხადებას", - წერს ჩუგოშვილი "ფეისბუქზე". 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საკოსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ,  საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატმა დატოვა.

0
0
1
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top