„ყველგან, სადაც მარი იოვანოვიჩი მიდიოდა, სიტუაცია უარესდებოდა“ - ტრამპი უკრაინის ყოფილ ელჩზე

ეს პერსონა

დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინაში ყოფილი ელჩის, მარი იოვანოვიჩის გათავისუფლების მიზეზი იყო ის, რომ მისით ვლადიმერ ზელენსკი იყო უკმაყოფილო.

იოვანოვიჩი ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია.

„ყველგან, სადაც მარი იოვანოვიჩი მიდიოდა, სიტუაცია უარესდებოდა. მან დაიწყო სომალითი და როგორ დასრულდა ყველაფერი? მერე გადავიდეთ უკრაინაზე, სადაც უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ცუდად  ილაპარაკა მასზე ჩვენს მეორე სატელეფონო საუბარში. ეს იმაზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტი აბსოლუტურად სწორია ელჩების შერჩევისას“, - დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.

ტრამპმა იოვანოვიჩი უკრაინის ელჩის პოსტიდან დროზე ადრე, 2019 წლის მაისში გაიწვია. ამის მიზეზად ადმინისტრაციამ იოვანოვიჩის მხრიდან უკრაინაში პრეზიდენტის პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლის მცდელობა დაასახელა, თუმცა ამის მტკიცებულებები უწყებას არ გაუსაჯაროვებია.

 

 

 

ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა  პრესაში გაჟონილი ინფორმაციის გამო დაიწყო. როგორც ირკვევა,  ტრამპი სატელეფონო საუბარში ითხოვდა ახლად არჩეული უკრაინის პრეზიდენტისგან აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენსა და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ საქმე განეახლებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრამპი ზელენსკის ემუქრებოდა, რომ აშშ უკრაინის ფინანსურ დახმარებას შეწყვეტდა.
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top