რეგიონში ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი – DataFest Tbilisi 2019 გაიხსნა

ეს პერსონა

რეგიონში ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2019 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. მესამე საერთაშორისო ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მონაცემებთან მუშაობას ეხება და შთაგონებას, ცოდნის გადაცემას, ახალი ხალხის გაცნობასა და კოლაბორაციას ისახავს მიზნად.

წელს, ღონისძიების მასშტაბი მონაწილეთა რაოდენობის გამო გაორმაგდა. DataFest-ს ტექნიკური თუ არატექნიკური კომპეტენციის მქონე 1000-მდე მონაწილე ესწრება მსოფლიოს 24 ქვეყნიდან (4 კონტინენტიდან). ფესტივალზე 80-მდე ვარსკვლავური სპიკერი და ტრენერი წარმოაჩენს საკუთარ ორგანიზაციას (Google, Facebook, Amazon და სხვა).

 

წლევანდელი ფესტივალი 12 ძირითად თემას მოიცავს. მათ შორისაა:

  • ამბის თხრობა მონაცემებით;
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია;
  • მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი;
  • მონაცემები და ფინანსური ტექნოლოგიები (FinTech);
  • მონაცემები ბიზნესისა და მარკეტინგისთვის;
  • მონაცემები და კიბერუსაფრთხოება;
  • მონაცემთა სტარტაპები;
  • მონაცემები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის (SDGs) და ა.შ

ღონისძიება აერთიანებს ნიჭიერ და აქტიურ მონაწილეებს: ჟურნალისტებს, სოციოლოგებს, ბიზნესისა და მარკეტინგის წარმომადგენლებს, სხვადასხვა სექტორის აქტივისტებს, რომლებიც მუშაობენ მონაცემებზე. ორი წარმატებული ღონისძიების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, მესამე და ყველაზე მასშტაბური გამოშვებით დაბრუნდა.

ფესტივალი 16 ნოემბერს დასრულდება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top