ემზარ კვიციანის ძმისშვილს პროკურატურამ ბრალი 3 მუხლით წარუდგინა

ეს პერსონა

ემზარ კვიციანის ძმისშვილს, ბექა კვიციანს პროკურატურამ ბრალი 3 მუხლით წარუდგინა. საგამოძიებო უწყება მას დამატებით სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1 ნაწილსაც ედავება, რაც პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს.

ბექა კვიციანი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატის, შოთა მანელიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკური მდგომარეობა არის მძიმე და იგი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. 

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ბექა კვიციანი თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დააკავა. მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top