მცხეთა-თბილისის ეპარქიალური საბჭო სასულიერო პირებს აფრთხილებს

ეს პერსონა

"ვაფრთხილებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებური და შეურაცხყოფის შემცველი განცხადებებისაგან" - წერია მცხეთა–თბილისის ეპარქიალური მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომისის თქმით, ბოლო 2 წლის მანძილზე განვითარებული მოვლენების ფონზე არაერთი პრეცენდენტი შეიქმნა იმისა, როდესაც საჯარო სივრცეში სასულიერო პირები თვითნებურ მკვეთრ შეფასებებს აკეთებენ ამა თუ იმ თემასთან მიმართებაში. შესაბამისად, კომისია მოუწოდებს სასულიერო პირებს პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში მიმართონ მას.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top