ლევან ვასაძის ახალი მიმართვა ხალხს: პოლიტიკური პარტიები და ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა გაუქმდეს, ხოლო მასმედიაში მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს

ეს პერსონა

"გასულ კვირას საჯარო სივრცეში გარყვნილების პროპაგანდის გაუგონარი ქმედება შედგა, რომელსაც ქართული საზოგადოება და მართმადიდებელი ეკლესია წინ აღუდგა. სახელმწიფომ მას პოლიციის და სპეცრაზმების მეშვეობით დააძალა. ამრიგად ეს ხელისუფლებაც და სახელმწიფოებრივი წესწყობილება განწირულია." - ასე დაიწყო ახალი მიმართვის მონოლოგი ლევან ვასაძემ, რომელიც ხალხს რამდენიმე საათის წინ გაუზიარა. 

მან პოლიტიკოსები კომუნისტებს შეადარა, რადგან ვერის ბარში მისი იდეების მხარდასაჭერად არ მივიდნენ, მისი თქმით, როგორც კომუნისტური სისტემის არც ერთი პოლიტიკოსი არ მოვიდოდა ეროვნული მოძრაობის აქციებზე, ისე არც ერთი ლიბერალური სისტემის პოლიტიკოსი არ მივა ტრადიციების დასაცავად.

ვასაძის თქმით პრობლემა არამხოლოდ მმართველ გუნდშია, არამედ პრობლემატურია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. რომლებიც არა სახალხო პოლიტიკური ოპოზიციაა, არამედ ანტისახალხო საკუთარი ინტერესებისთვის ბიძინასთან მებრძოლო ანტიოპოზიცია.


"მთელი ის ხალხი, რომელიც დიდის ამბით მოალაჯებდა ხელგადახველი რუსთაველზე იმ სამახსოვრო ფოტოში, ისეთივე დისკრედიტაციულია ხალხისათვის როგორც ბიძინას ოცნება, ამრიგად მთელი ის ცირკი შაპიტო თავის ოცნებიანოპოზიციანად გასაშვებია პოლიტიკიდან ერთხელ და სამუდამოდ." - განაცხადა ვასაძემ და დაამატა

"საერთოდ უნდა გაუქმდეს პოლიტიკური პარტიები, უნდა შემოიღონ მკაცრი კონტროლი ცილისწამებაზე,  არა ინდივიდის არამედ ოჯახის ინტერესებზე დაყრდნობით, უნდა გაუქმდება ანტიდისკრიმინაციული კანონი, ნარკოვაშჭრობა, კაზინოები და აზარტული თამაშები, უკონტროლო იმიგრაცია, აბორტების პოლიტიკა. უნდა შემოიღონ მასმედიაში მკაცრი კონტროლი ცილისწამებაზე და ტრადიციის შეურაცხყოფაზე, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების მოღვაწეობაზე და მათ მიზნებზე." - მისი თქმით ეს ცვლილებები ზნეობრივ გაჯანსაღებას ემსახურება.

 

2
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top