არეულობებს ბაღდადში 6 ადამიანი შეეწირა, 30-ზე მეტი კი დაშავდა

ეს პერსონა

ტერაქტს ერაყის დედაქალაქში ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო 30-ზე მეტი კი დაშავდა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ტახრირის მოედანზე მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, იმ დროისთვის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ. წერს „როიტერი“ ერაყის უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით.

ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, ტერაქტი რომელმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ მოაწყო.  ამ დრომდე,  საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა არც ერთ მათგანს არ აუღია. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top