ვლადიმერ კონსტანტინიდი: ძალისხმევას არ ვიშურებთ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის

ეს პერსონა

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა დე ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 

კონსტანტინიდმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავება წარმოადგენს რუსეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას.

მისივე თქმით, ქართული მხარე იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პროცესების შეწყვეტისთვის და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

„ჩვენ უკვე მოვახდინეთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენი მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს. ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ესაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს." - აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top