დიდი ბრიტანეთის პრინცი არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირს უარყოფს

ეს პერსონა

რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ხმებს, დიდი ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ პასუხობს. დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის შვილმა აღნიშნა, რომ არ ახსოვს ქალი სახელად ვირჯინია რობერტსი, რომელიც ამტკიცებს, რომ ამერიკელი მილიარდერის, ჯეფრი ეპშტეინის ბრძანებით პრინცთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა. ამის შესახებ პრინცმა ენდრიუმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„არ მახსოვს, რომ ოდესმე ამ ქალს შევხვედროდი“, - განაცხადა 59 წლის პრინცმა და აღნიშნა, რომ ძალიან წუხს ეპშტეინთან მეგობრობის გამო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის 2008 წელს არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმაში დამნაშავედ ცნეს და პატიმრობა მიუსაჯეს.

35 წლის ვირჯინია ჟუფრეს მტკიცებით პრინცს ენდრიუსთან სექსი მას 17 წლისას ჰქონდა. 

66 წლის ჯეფრი ეპშტეინი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 7 ივლისს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა დანაშაული 2002 და 2005 წლებში ნიუ-იორკსა და ფლორიდაში ჩაიდინა. 10 აგვისტოს მილიარდერმა საკანში თავი მოიკლა. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top