Android-ის პროცესორებში მომხმარებელთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზები აღმოაჩინეს

ეს პერსონა

Android-ის მოწყობილობებში არსებული Qualcomm-ის პროცესორებში, ხარვეზი აღმოაჩინეს. ხარვეზების მთავარი პრობლემა, მომხმარებელთა ინფორმაციული დაცულობის არარსებობაა, რაც მათი პირადი ინფორმაციის მოპარვის რისკებს ზრდის. ონფორმაციას კომპანია CheckPoint-ის სპეციალისტები აცხადებენ. 

ჰაკერებისთვის ადვილად მისაწვდომი ხდება ის მონაცემები, რომელსაც მომხმარებელის ისეთ ინფორმაციას მოიცავს როგორიცაა საკრედიტო ბარათები, სხვადასხვა პლატფორმის პაროლები, პირადი ფაილები. ამ ყველაფრის ცოდნა კი, თავად სმარტფონის დაცულობას გამორიცხავს. ხარვეზი ეხება Qualcomm Secure Execution Environment-ს.

Samsung-ის აპარატებში, ტესტირების შემდეგ 4 პრობლემა გამოიკვეთა, ხარვეზები აქვს აგრეთვე LG-და Motorola-ს ბრენდის გაჯეტებს. CheckPoint-ი სპეციალისტებმა ამ ხარვეზების შესახებ კომპანიები უკვე გააფრთხილეს. 

კომპანიებმა მალევე აღმოფხვრეს არსებული ხარვეზები, თუმცა საზოგადოების ნაწილში ნდობა ბრენდებისადმი შემცირდა.

წყარო: Checkpoint
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top