მიღებული ტრავმის მიუხედავად გოგა ბითაძემ „ინდიანა პეისერსს“ 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 გადაცემა მოუტანა

ეს პერსონა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „ჰიუსტონ როკეტს“ ესტუმრა და 111:102 დამარცხდა.

ტრავმით გამოწვეული 3-მატჩიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ინდიანა პეისერსის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე მოედანს დაუბრუნდა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 18:20 წუთი გაატარა და თავის გუნდს 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 გადაცემა მოუტანა.

მატჩში საუკეთესო შედეგი „ჰიუსტონის“ ლიდერმა ჯეიმს ჯარდემმა (44 ქულა, 8 მოხსნა, 5 გადაცემა) აჩვენა. „ინდიანას“ რიგებში კი საუკეთესო, ლიეტუველი ლეგიონერი დომანტას საბონისი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა (18 ქულა, 13 მოხსნა, 3 გადაცემა).

12 მატჩის შემდეგ „ინდიანა“ აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს ბითაძის გუნდი 17 ნოემბერს ინდიანაპოლისში „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ გამართავს.

 

0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top