კახა კალაძე (41 წლის)
  • თბილისის მერი
  • 27 თებერვალი, 1978 წელი - სამტრედია
  • სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

  • ისტორიკოსი
  • ცნობილი ფეხბურთლი და პოლიტიკოსი. ჯერ იყო კლუბი „მილანი“ და ლეგენდარული ჯენარო გატუზო, „კალა კაპიტალი“ და მერე უკვე სულ პოლიტიკაა. ამბობენ, რომ ისტორიკოსია, ენერგეტიკოსია, ბიზნესმენია, თბილისის მერია, გუჩის სახეა, ფილანტროპია და თუ ამდენი სუპერ გოლი გაიტანა ცხოვრებაში, მაშინ ის ავტო გოლები საქართველოს ნაკრების კარში რაღა იყო? - ზედმეტი კითხვის დამსმელებს და პოლიტიკურ ოპონენტებს „შეუძლიათ მთაწმინდიდან გამოექანონ და...“ - მერე რა უნდა ქნან, თბილისის მერს აღარ დაუკონკრეტებია. თუმცა, ვარსკვლავური გზა ტრაგედიების გარეშე არ ყოფილა - მისი ძმის, ლევან კალაძის გატაცებისა და მკვლელობის საქმე თავის დროზე  ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და შემაძრწუნებელი დანაშაულად შეფასდა.

  • მეუღლე - ანუკი არეშიძე. ჰყავს ოთხი შვილი.

  • საქართველო
  • 2013 - დღემდე - პარტია "ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი; 2012 - 2017 - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი; 2008 - 2012 - სს „პროგრეს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2008 - დღემდე - საქველმოქმედო ფონდის „კალა ფონდის" დამფუძნებელი; 2007 - დღემდე - საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის „კალა კაპიტალის" დამფუძნებელი;  2012 წლამდე  თამაშობდა საფეხბურთო კლუბებში: „ჯენოა" (2010-2012); „მილანი"(2001-2010); „დინამო კიევი" (1998-2001); "დინამო თბილისი" (1993); 1996-2012 წწ. იყო საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრი; მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

ეს პერსონა
Top