შოთა გლურჯიძე (58 წლის)
  • მხატვარი, არქიტექტორი
  • 21 იანვარი, 1961 წელი
  • დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

  • თეატრის მხატვარი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მხატვარი. 2012 წლამდე, ის და მისი ოჯახი, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით, „შავი სიის“ წევრები იყნენ. შოთას ჩამოართვეს მისივე ხელით აშენებული თეატრი „ვაკის სარდაფი“ და რომ, არა ხელისუფლების ცვლილება, როგორც თავად ამბობს, საქართველოში ვეღარც კი დარჩებოდა.  ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ იგი „მიშას ხელისუფლების“ მოწინააღმდეგეა და მათი მმართველობის პერიოდს რეპრესიების ხანას ადარებს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, იგი მხარს უჭერდა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, თუმცა მიიჩნევდა, რომ ბაგრატიონის შტოს წარმომადგენლის მონარქობა უკეთესად წარმართავდა ქვეყნის ბედს. ეწინააღმდეგება „თბილისი პრაიდს“, მას „გეების პარადს“ უწოდებს და პროვოკაციად აღიქვამს.

  • ჰყავს მეუღლე მსახიობი ნანა შონია და 2 შვილი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მეგობრობს მომღერალ გია გაჩეჩილაძესთან („უცნობთან“).

  • არის ფილმ „ნოკტიურნისა“ და „ოსკარის“ დამდგმელი მხატვარი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top