რაულ აგიკიანი (34 წლის)
  • იურისტი
  • 04 აპრილი, 1985 წელი - დაიბადა ქობულეთში, კერძოდ, დაბა ჩაქვში
  • დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის მიმართულებით. პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით სწავლობდა GIPA-ს „პრაქტიკული პოლიტიკის კურსზე“. დაასრულა გაუ-ს BMB-ის სასერთიფიკატო კურსი და „ეკონომიკური მედია სკოლა“. არის სამართალმცოდნეობის დოქტორი. იყო მემედ აბაშიძისა და პრეზიდენტის სახელობის სტიპენდიანტი.

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია როგორც სამოქალაქო სპეციალიზაციის ადვოკატი, „საქართველო-ისრაელის“ ბიზნეს პალატის მთავარი იურისტი. მისი სახელი ხშირად გაჟღერებულა ისეთ რეზონანსულ საქმეებში, როგორიც „თი-ბი-სი“ ბანკისა და მამა გიორგი მამალაძის საქმეა. მამა გიორგი მისი ბავშვობის მეგობარია. აგიკიანი ამბობს, რომ სისხლის სამართლის სპეციალიზაციით აუცილებლად ჩააბარებს  საადვოკატო გამოცდებს, რათა ხშირად შევიდეს საპატიმროში და ნახოს მსჯავრდებული. აღნიშნავს, რომ აბსოლუტურად დარწმუნებულია მამალაძის უდანაშაულობაში და ყოველანაირად დაეხმარება მას სამართლის პოვნის საქმეში.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნება წიგნების კითხვაა. აღიზიანებს სიბნელე და უვიცობა. აგიკიანისთვის მიუღებელია ადამიანი, რომელიც არ ცდილობს ისწავლოს და ღმერთის მიერ ბოძებული გონება და ნიჭი გაანიავოს. ამბობს რომ, ადამიანში ყველაზე მეტად მონდომებას, შრომისმოყვარეობასა და პატიოსნებას აფასებს. ოცნებობს რომ, 26 მაისი სოხუმში აღნიშნოს და ქართული დროშით გაისეირნოს. ხუმრობით საკუთარ თავს დ’არტანიანს ადარებს. მისი საყვარელი გამონათქვამია „ვინც ეძებს წინსვლას - პოულობს საშუალებებს. ვინც ეძებს წუწუნის გამართლებას - პოულობს მიზეზებს“.
  • რაულ აგიკიანი - „საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის“ გუნდის წევრი და დამფუძნებელია. ფორმალურ დებატებში 2002 წლიდან არის ჩართული. ის სამგზის საქართველოს ეროვნული ტურნირის გამარჯვებული და მრავალგზის საუკეთესო მომხსენებლებში დასახელებული მოდებატეა. იგი სერტიფიცირებული მსაჯი და ტრენერია. ასევე, არის  ფორმალური დებატების ერთ-ერთი ფორმატის ავტორი, კერძოდ, „ახალგაზრდული დებატებისა“. 2007 წლიდან არის „საქართველო-ისრაელის“ ბიზნეს პალატის მთავარი იურისტი. ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სასერთიფიკატო კურსებისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიწვეული ლექტორი.

     

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top