ლელა ანჯაფარიძე (58 წლის)
  • პოლიტიკის ანალიტიკოსი
  • 23 ივლისი, 1961 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

  • მათემატიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც სახელმწიფო მეთაურის პრეს-ცენტრი თანამშრომელი. მუშაობდა რფ-ში საქართველოს საელჩოში. იგი საოპერო მომღერლის ზურაბ ანჯაფარიძის ძმის შვილია. ლელა გამორჩევა თავისი ფეისბუქ პოსტებით. თითოეულ ატვირთულ სურათს, რომელიც ძველი მოგონებებითა და ისტორიებით არის გაჟღენთილი, თან ურთავს თავის პატარა ჩანახატებს, აღწერს ფოტოს „ავან-ჩავანს“, აცოცხლებს მას და მკითხველსაც იმ დროში, იმ პერიოდში აბრუნებს, როდესაც ეს სურათი იქნა გადაღებული. წერს მსუბუქად, დახვეწილად, სიღრმისეულად, ესთეტიკურად. მისი თითოეული ნაწერი ერთი ამოსუნთქვით იკითხება და სასიამოვნო გრძნობას უტოვებს მკითხველს. შეუძლებელია, წაიკითხო ლელას ნაწერი და არ დაფიქრდე წარსულზე, არ შეიმეცნო ის პიროვნება, ვისზედაც წერს, არ გაიაზრო, არ გაითავისო ის სიტუაცია, რომელსაც გვიყვება ავტორი. გვესაუბრება ყველაზე და ყველაფერზე, რაც კი მნიშვნელოვანი და ფასეულია მისთვის. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ მოვლენები ან იყვნენ პირები, რომლებიც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ან საერთოდ, ისეთები ვინც უბრალოდ მისთვის (შეიძლება) საინტერესო, სამაგალითოები და  დასაფასებელნი იყვნენ. მისი გალერეა იტევს წარსულს, აწმყოს და მომავალს. სურათები, რომლებსაც ის აქვეყნებს, თითქოს, სპეციალურად განსხვავებული კუთხით არის შერჩეული. მსახიობების, მომღერლების, მოცეკვავეების, პოლიტიკოსების ფოტოები განსხვავებული „რაკურსით“ არის წარმოჩენილი. ეს არ არის ფოტო-ფოტოსთვის, პირიქით, აქ ორგანულად, ბუნებრივად, რეალურ ყოფაში ასახული კადრებია გამოსახული. ეს ყველაფერიც მის მაღალ ესთეტიკურ გემოვნებას უსვამს ხაზს.

  • ჰყავს ქალიშვილი - ნინა გაბუნია და შვილიშვილი ანდრია.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • უყვარს მათემატიკა, ოპერა, პოლიტიკა, პოეზია და ხატვა.
ეს პერსონა
Top